სადამრიგებლო საქმე

2010 წლიდან (ლიცეუმის დაარსების დღიდან) ვარ სასწავლო ჯგუფის დამრიგებელი. ამ მიმართულებით მუდმივად ვგეგმავ სხვადასხვა აქტივობას, რომლებიც მიმართულია კადეტთა წარმატებულ პიროვნებებად ჩამოყალიბებისაკენ. ბევრჯერ გვქონია გასვლითი გაკვეთილები, რომელიც ძირითადად ატარებდა კვლევით ხასიათს. ჩემი სადამრიგებლო ჯგუფები მუდმივად ჩართული მყავდა შიდა სალიცეუმო ღონისძიებებში. წინა საახალწლოდ მუდმივად ვგეგმავთ ჯგუფში მცირე პროექტს და ვეპატიჟებით დირექციას და პედაგოგებს. ეს აქტივობა საკმაოდ ახალისებს და მოტივირებულს ხდის კადეტებს.

ჩემს საქმიანობაში საპატიო ადგილი უკავია კადეტების პროფორიენტაციაზე ზრუნვას. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობ თითეულ სამხედრო მოსამსახურესთან, მათ შორის, კურსის უფროსთან.

სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ლიცეუმში ვახორციელებთ პროექტს „შეიცან სამშობლო შენი“, სადაც ვგეგმავთ ექსკურსიებს გარკვეული მიმართულებით. ვადგენთ კონკრეტულ გეგმას, ავირჩევთ სამიზნე ობიექტებს და ვახდენთ ინფორმაციის მოგროვებას, დამუშავებას და დასასრულს ლიცეუმის კლუბში  ჩვენს ხედვას ვუზიარებთ სხვა კადეტებსა და პედაგოგებს.

სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში კადეტებს ხშირად ვესაუბრები საქართველოს წარსულზე (განსაკუთრებით უახლესზე). ყურადღებას ვამახვილებ სამხედრო ფორმის განსაკუთრებულობაზე. ამ მიზნით კადეტებს დავაწერინე ესე სათაურით „ფორმა როგორც შესამოსელი“, სადაც ავტორის მითითების გარეშე ვთხოვე გულახდილად გადმოეცათ თავიანთი შეხედულება სამხედრო ფორმის შესახებ.







სადამრიგებლო ჯგუფი პროფორიენტაციის მიზნით 05.06.2022 წელს კურსის ხელმძღვანელის დახმარებით წავიყვანე დავით აღამაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც კადეტები გაეცნენ აკადემიის სტრუქტურას, ასევე ისინი შევახვედრე წინა სადამრიგებლოს ყოფილ კადეტებს ( აწ უკვე იუნკერებს). მათგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საინტერესო საკითხების ირგვლივ.

საინტერესო ვიზიტი განვახორციელეთ კურსის ხელმძღვანელის მხარდაჭერით  10.19.2022 წელს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ამ დროსაც ანალოგიურად ყურადღება გავამახვილე ყოფილ კადეტებთან ( უკვე ოფიცრებთან) შეხვედრაზე, სადაც ინდივიდუალური გასაუბრებით კადეტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. ამ ორი გასვლითი ღონისძიების შედეგად გაიზარდა ოფიცრობის მსურველთა რიცხვი, რაშიც, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის ლიცეუმის დირექციას და უშუალოდ კურსის ხელმძღვანელს.





ჩემს სადამრიგებლო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მშობლებთან თანამშრომლობას. დღევანდელ (რიგით მეოთხე) სადამრიგებლო ჯგუფთან გაცნობამ ონლაინ რეჟიმში მომიწია, რაშიც აქტიურად დამეხმარა პლატფორმა „თიმსი“. მისი დახმარებით არა მხოლოდ გაკვეთილებს ვატარებდი, არამედ ინდივიდუალურად ვუკაშირდებოდი თითეულ კადეტს და რაც მთავარია მშობლებს. ონლაინ რეჟიმში ვატარებდი მშობელთა კრებას და საჭიროებისამებრ ვგეგმავდით ინდივიდუალურ შეხვედრებს.





მშობლებს ყოველ თვე ეგზავნებოდათ მონაცემები შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ:






ლიცეუმში ხშირია შიდა სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა სახეობაში. მე როგორც დამრიგებელი აქტიურად ვგულშემატკივრობ ჯგუფს, რაც მათ დამატებით მოტივაციას სძენს. ჩამოვაყალიბეთ ფანკლუბი და გავქვს ჩვენი დევიზი: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“.


სადამრიგებლო ჯგუფი ჩართული მყავს პროექტებით სწავლებაში. განვახორციელეთ სამი ღონისძიება: „ხელთუქმნელი სილამაზის კვალდაკვალ“,

„ზემო იმერეთის მხარის განვითარების პერსპექტივები“ და „გურიის რეგიონის განვითარების პერსპექტივები“.

ამ პროექტებს ბუნებრივია, თავისი გაგრძელება მოჰყვა, „შეხვედრა დამრიგებელთან“ ფორმატში პერიოდულად ვიკრიბებით და ვმსჯელობთ მთელ რიგ საკითხებზე, იმართება დისკუსია, სადაც ყველას ეძლევა საშუალება, საკუთარი აზრი დააფიქსიროს და საბოლოოდ ვცდილობთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ წილ აგურს დაგვადებინებს იმ რთულ საქმეში, რასაც ქვეყნის აღმშენებლობა ჰქვია.

 

ჩვენი ექსკურსიების მარშრუტები:











მოსწავლეთ უკუკავშირი






















Комментариев нет:

Отправить комментарий