პუბლიკაციები

 

„...და მაინც, ვინ აღმოაჩინა ამერიკა?!“

ბავშვობიდან მაინტერესებდა მოგზაურობა და აღმოჩენები, განსაკუთრებით მიზიდავდა ამერიკის კონტინენტი, რომლის შესახებაც ქართულ წყაროებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

            გავიდა წლები, გავყევი ჩემს ჰობს, გავხდი გეოგრაფი.  ინტერნეტ სივრცის ადამიანის ყოველდღიურობაში შემოსვლამ საშუალება მომცა ჩემი სურვილები უფრო მარტივად ამესრულებინა. ერთი წლის განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენაზე არსებული უამრავი საინტერესო ინფორმაცია მოვაგროვე, დავამუშავე და მის საფუძველზე დავწერე სამეცნიერო სტატია სათაურით: „...და მაინც, ვინ აღმოაჩინა ამერიკა?!“, რომელიც გავაგზავნე საერთაშორისო კონფერენციაზე, ასევე განვახორციელე მისი პრეზენტაცია. ნაშრომი მოხვდა 50 საუკეთესო სტატიას შორის. ეს ნაკრები კონფერენციის ხელმძღვანელობამ დაბეჭდა სამეცნიერო ჟურნალში, რომლის თითო ეგზემპლარი საჩუქრად გადმოგვეცა სტატიის ავტორებს.

აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე:

 https://america-discovery.blogspot.com/




eTwinning and Project- Based Teaching- a Motivating Factor“.


2023 წლის 5-6 მაისს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მენტორმა პედაგოგებმა დიანა ბოგვერაძემ და მურმან სურმავამ მონაწილეობა მივიღეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარებულ განათლების, ენისა და  ლიტერატურის საერთაშორისო კვლევით კონფერენციაში (IRCEELT). 

პედაგოგები მურმან სურმავა და დიანა ბოგვერაძე აუდიტორიის წინაშე წარვდექით მოხსენებით თემაზე: ‘eTwinning and Project- Based Teaching- a Motivating Factor’.



 




Комментариев нет:

Отправить комментарий