მოსწავლეთა კონფერენციები

    

  2013 წლიდან ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ განხორციელდა კონფერენცია „საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“. პროექტის ხელმძღვანელი იყო ბიოლოგიის დოქტორი მერაბ ახობაძე. აღნიშნულმა თემამ ძალიან დამაინტერესა, რადგან საკითხი ეხებოდა მეღვნეობაში ტრადიციულ საკითხებს (საჭირო ინსტრუმენტები, ლეგენდები, ვაზის ჯიშები და ა.შ.). მე ლიცეუმში პროექტის გეგმის პრეზენტაცია მოვახდინე და წლების განმავლობაში კადეტებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები საკონკურსოდ, სადაც მიაღწიეს წარმატებებს და დაიმსახურეს შესაბამისი დიპლომები.

2013წ.  ავთანდილ სხილაძე-„ვაზო შვილივით ნაზარდო“

 






 

2014 წ. ავთანდილ სხილაძე - „ქვევრი“






2015 წ. ბაქარ ტურძელაძე და ბედიკა ჩხეტიანი - „ჩურჩხელა-სტრატეგიული პროდუქტი“






2016 წ. ამბაკო სოზიაშვილი - „საძმო მარანი“

დიპლომი კადეტთა სამხედრო ლიცეუმს









2018 წ. ამბაკო სოზიაშვილი - „მეთუნეობა მარტვილში“




2015 წელი-საერთაშორისო კონკურს „ალიანტე“-ს ეროვნულ ფინალში წარმატებით მონაწილეობისათვის 3 კადეტი: ზვიად გამჯაშვილი, გიორგი ჯავარაშვილი და ბაჩუკი ქირია იმყოფებოდა ლატვიაში.


2016 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონკურსი სათაურით „მთას ვუბრუნდებით შვილები“, სადაც მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ საკუთარი ვერსია მთის განვითარებისა და იქ მკვიდრი მოსახლეობის დაბრუნების შესახებ. ამ მიმართულებით უნდა შეექმნათ კლიპი და გაეგზავნათ საკონკურსოდ.
    როგორც ყოველთვის ინფორმაცია გავაცანი ჩემს კადეტებს. გამოჩნდნენ კონკურსში მონაწილეობის მსურველებიც, რომელთაც ჩემგან დაევალათ სამუშაო გეგმის წარდგენა. ერთობლივი გადაწყვეტილებით ყველაზე ეფექტურად ჩაითვალა კადეტ მიხეილ გოგორელიანის გეგმა და შერჩეულ იქნა რაჭის რეგიონი.
    ლიცეუმიდან ჩემი ხელმძღვანელობით განვახორციელეთ ექსკურსია  ამ მიმართულებით. კადეტმა მიხეილ გოგორელიანმა რესპოდენტებთან შეთანხმებით აიღო ინტერვიუები სხვადასხვა სოფელში და ხალხის აზრის გათვალისწინებით წარმოადგინა რეგიონის მოსახლეობის ბარიდან მთაში დაბრუნების გეგმა, რომელიც კლიპის სახით გაიგზავნა კონფერენციაზე, სადაც ნაშრომის ავტორმა თავად წარადგინა პრეზენტაცია. მისი ნაშრომი მოწონებულ იქნა ჟიურის მიერ და დაიკავა პირველი ადგილი. ნაშრომით დაინტერესდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მან კადეტი მიხეილ გოგორელიანი საპატრიარქოში მიიწვია (რაც ჩემი აზრით უდიდესი პატივია) და პირადად ყურადღებით გაეცნო მოსწავლისეულ ხედვას, თუ როგორ უნდა აღორძინდეს მთა და როგორ დაუბრუნდნენ მას შვილები.
    კადეტი მიხეილ გოგორელიანი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვდა დიპლომით და  300 ლარიანი ვაუჩერით. სიგელი გადაეცა ასევე მის მასწავლებელს.

2017-2018 სასწავლო წელს ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ  განხორციელდა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური კონფერენციადასავლეთ საქართველოს ჩანჩქერები და მღვიმეები“. მასში მონაწილეობა მიიღეს პირველი და მესამე კურსის კადეტებმა რეზი ცაავამ და ამბაკო სოზიაშვილმა. მათ ჩემი ხელმძღვანელობით მოიარეს მრავალი საინტერესო ადგილი. შეისწავლეს არაერთი ბუნების შესანიშნავი ქმნილება და სწორედ ნანახის საფუძველზე დაწერეს ნაშრომი, რომლის პრეზენტაცია წარმოადგინეს რესპუბლიკურ კონფერენციაზე გელათის აკადემიაში, სადაც გაიმარჯვეს და დაჯილდოვდნენ შესაბამისი დიპლომებით. დიპლომი გადმომეცა მეც მიღწეული წარმატებისათვის.



2018-2019 სასწავლო წელს  ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ განხორციელდა რესპუბლიკური კონფერენციასაქართველოს ენდემური ხორბლის სახეობები და დიარი“, რომელშიც ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ორმა კადეტმა: სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელმა გიორგი კონსტანტინოვმა და კახელმა ლიკა ნაზარაშვილმა. მათ წარმოადგინეს საკმაოდ საინტერესო ნაშრომის პრეზენტაცია, რომელმაც საერთო მოწონება დაიმსახურა და ორთავეს გადაეცა დიპლომი საუკეთესო ნაშრომისათვის. დიპლომი დამაჯილდოვეს მეც მიღწეული წარმატებისათვის.





2021 წელი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. თემა „ქალთა უფლებების კვალდაკვალ“

აბსტრაქტი

ლიცეუმის ვებგვერდი
























 

Комментариев нет:

Отправить комментарий