ეროვნული ოლიმპიადა

 

  ნებსმიერ ადამიანს სურს თავის სფეროში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, რა თქმა უნდა გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ, მაგრამ ჩემი პროფესია სხვა სფეროში დასაქმებული ადამიანებისგან განმასხვავებს იმით, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა არა მარტო    კონკრეტულად პირადი, არამედ მოსწავლეთა წარმატებებია. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ჩემს პრაქტიკაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე მყოლია, რომელთაც მრავალ ღონისძიებაში მიუღიათ მონაწილეობა და მიუღწევიათ წარმატებისთვის. თუმცა უნდა ვაღიარო მუდამ მქონდა დაუკმაყოფილებლობის განცდა, მინდოდა ჩემს მოსწავლეს განსაკუთრებული ჯილდო აეღო, მინდოდა ეროვნულ ოლიმპიადაზე გაემარჯვა. ამ მიმართულებით ბუნებრივია აქტიურად ვმუშაობდი, ვეძებდი ნიჭიერ მოსწავლეებს, რომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ვმუშაობდი. საბოლოოდ ოცნება ამიხდა. 2019-2020 სასწავლო წელს ლიცეუმში კადეტის სტატუსი მიიღო მეტად საინტერესო ახალგაზრდამ თორნიკე კოპალიანმა, რომელმაც თავიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. იგი სხვას არ გავდა და ვიცოდი ბევრს მიაღწევდა. დავიწყეთ მეგობრობით, ერთად დავლაშქრეთ არაერთი გეოგრაფიული ობიექტი. მე მას ვაცნობე ჩემი მიზნების შესახებ, რომელმაც დააინტერესა და საქმესაც შევუდექით. თავისუფალ დროს როგორც ლიცეუმში, ასევე მის ფარგლებს გარეთ (ხშირად დისტანციურ რეჟიმში) ვიკრიბებოდით და აქტიურად ვმუშაობდით. პირველივე წელს თ. კოპალიანმა გაიმარჯვა პირველ 2 ტურში, მაგრამ მესამე ტურში ვეღარ გავიდა, მას ხელი გლობალურმა პანდემიამ შეუშალა, რის გამოც ოლიმპიადა სრულად შეწყდა იმ წელს. ამ პროცესმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა და კიდევ უფრო დაგვაინტრიგა, ონლაინ პლატფორმა „თიმსის“ დახმარებით გაორმაგებული ენერგიით განვაახლეთ მუშაობა და შედეგმაც არ დააყოვნა, გავიმარჯვეთ ჯერ პირველ, მერე მეორე და საბოლოოდ მესამე ტურში. გამარჯვებაცააა და გამარჯვებაც, კადეტმა თორნიკე კოპალიანმა 2020-2021 სასწავლო წელს ეროვნულ ოლიმპიადაზე გეოგრაფიაში დასკვნით მესამე ტურში დაიკავა პირველი ადგილი.  გამარჯვებული სახელმწიფოსგან დაჯილდოვდა დიპლომითა და 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით. იგი ასევე დიპლომითა და ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა.

ბმული








Комментариев нет:

Отправить комментарий