ლიცეუმში ჩემს მიერ განხორციელებული პროექტი „ნარჩენების მართვა“
2017 წელს ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ემზარ გორდაძემ და ცირა ჟორჟოლიანმა, რომელთანაც მე სტუდენტობის პერიოდიდან ვთანამშრომლობ, გამოსცეს 500 გვერდიანი სახელმძღვანელო „ზოგადი (ეკოლოგიური) და კერძო ბიოგეოგრაფია“. მათ შემომთავაზეს დამემუშავებინა თემები, რომლის საფუძველზეც მოვიძიე ცოცხალი არსებების ფოტოები და თავად შევქმენი ბიოგეოგრაფიული რუკები, შევარჩიე გარეკანის დიზაინი. ჩემმა ნამუშევარმა წიგნის ავტორების მოწონება დაიმსახურა და იგი განათავსეს სახელმძღვანელოში.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თემატიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ორიენტირის ისეთ ორგანიზაციებზე გაკეთება, როგორებიცაა ნატო და ევროკავშირი. წლების განმავლობაში კედეტები მუშაობენ ამ თემატიკაზე და მრავალი საკონფერენციო ნაშრომი დაამუშავეს. 2019 წელს ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ქუთაისში სკოლებიდან მოითხოვა ამ თემებით დაინტერესებული მოსწავლეების შერჩევა. გეოგრაფიის მასწაავლებლებმა მე და ბესიკ მაჩიტაძემ წარვადგინეთ ორი კადეტი საბა კაპანაძე და მევლუდ თვალავაძე. მათ გააიარეს ტრენინგი საინფორმაციო ცენტრში, ხოლო შემდეგ ჩვენი ფასილიტაციით მოამზადეს პრეზეტაცია, რომელიც წარადგნეს როგორც ლიცეუმში, ასევე სხვა სკოლებში. კადეტები კმაყოფილები დარჩნენ პროექტით „მომავლის ელჩები“, მათ გაიჩინეს ბევრი თანამოაზრე და დაიგეგმა თანამშრომლობის გაგრძელება საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. ბმული
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე მუდმივად ვიკრიბებით წევრები და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და ხედვებს იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ პედაგოგიურ პრაქტიკაში გვაქვს. ყოველთვის საინტერესოა ამა თუ იმ მეთოდის და მისი გამოყენების სტრატეგიების განხილვა კოლეგებთან. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ჩემს კოლეგებს გავუზიარე წლების განმავლობაში ჩემი დაკვირვებისა და კვლევის შედეგის შესახებ. მათგან მივიღე პოზიტიური უკუკავშირი.
მე როგორც გეოგრაფიის მასწავლებელი, კადეტებში მოტივაციის ამაღლების მიზნით სისტემატიურად ვგეგმავ სხვადასხვა აქტივობებს, როგორც ლიცეუმში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ლიცეუმში ფუნქციონირებს გეოგრაფიის წრე. აქ დაინტერესებულ კადეტებს უტარდებათ დამატებითი შეხვედრები, სადაც განიხილება არასაპროგრამო საკითხები, ძირითადი ყურადღება მახვილდება კონფერენციებსა და ოლიმპიადებზე. აღნიშნულ წრეს საკმაოდ ყავს წარმატებული კადეტები, რომელთაც წლების განმავლობაში მიაღწიეს წარმატებას. მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაწყობ ჯგუფებში (4 ქვეჯგუფად დაყოფის პრინციპით) შიდა შეჯიბრს, სადაც გამარჯვებული გუნდები ქმნიან ჯგუფის ნაკრებს და გამოდიან კურსის ჩემპიონატში. ერთ-ერთი ასეთი ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძლა“ ჩავატარე 2022-2023 წლის პირველ სემესტრში, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და კადეტების დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.
დეტალები იხილეთ ბმულზე: „ტვინების ბრძოლა“
Комментариев нет:
Отправить комментарий