სასწავლო პროცესში
ხშირია მოსწავლეთა არათანაბარი დამოკიდებულება გარკვეულ საგნებთან, რაც ერთგვარად განპირობებულია
ეროვნულ გამოცდებზე ბოლო პერიოდში გარკვეულ დისციპლინებზე პრიორიტეტის მინიჭებით. ამ
მხრივ „დაიჩაგრა“ ისეთი საგნები, როგორებიცაა გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია.
ამ პროცესის სირთულე განსაკუთრებით ნათლად ჩანს საშუალო საფეხურზე. სკოლაში ხშირია
შემთხვევა, როცა მოსწავლე მასწავლებელს ეკითხება, თუ რატომ უნდა ისწავლოს ეს საგნები,
როცა იგი ეროვნულ გამოცდებზე სულ სხვა საგნებს აბარებს. სწორედ აქ ჭირდება პედაგოგს
თავისი პროფესიული ხელოვნების გამოვლენა, რათა მოსწავლის წინაშე არ აღმოჩნდეს თავდაცვით
პოზიციაში.
ამ საკითხზე ბევრჯერ მიფიქრია და მომივიდა იდეა, რომელიც პანდემიის პერიოდში დავტესტე: (შესაბამისად ყოველ მომდევნო წელს ვიმეორებ) მოსწავლეებს წარვუდგინე სასწავლო პროექტის 2 ვარიანტი: „გეოგრაფია ყოფა-ცხოვრებაში“ და „გეოგრაფია და სხვა მეცნიერებები“. მივეცი არჩევანის საშუალება საკუთარი სურვილისამებრ აერჩიათ თემაც და მისი გადმოცმის საშუალებაც. მოსწავლეებს იდეა მოეწონათ და პროექტში სიხარულით ჩაერთვნენ. მათგან მითითებულ დროზე ადრე მივიღე საკმაოდ საინტერესო უკუკავშირი. პროექტის მსვლელობის პროცესში პანდემიის გამო ლიცეუმში კადეტთა მხოლოდ მცირე ნაწილი იმყოფებოდა, ვინც ავად იყო ყველა მონაწილე პლატფორმა Microsoft Teams-ის დახმარებით გვერთვებოდა პრეზენტაციის პროცესში, გვიზიარებდნენ თავიანთ ნამუშევრებს და შემდეგ პასუხობდნენ დამაზუსტებელ კითხვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ერთად არ იყვნენ, სწორედ პლატფორმა Microsoft Teams-ის წყალობით, ეს თითქოს მოწყვლადი მხარე სრულებით შეუმჩნევეელი იყო, პირიქით, კადეტებში ხალისი და ენთუზიაზმი შეიმჩნეოდა, რაც ჩვენ მასწავლებლებს დამატებით მოტივაციას გვძენდა.
წარმოვადგენ რამდენიმე ნაშრომს:
გეოგრაფია და სხვა მეცნიერებები
გეოგრაფია და სხვადასხვა სფერო-2
ჩემი კადეტების ნაშრომებს ბოლოში დასკვნის სახით მინდა დავურთო დიდი გეოგრაფისა და ყველასათვის პატივსაცემი პიროვნების მაია ბლიაძის სტატია, რომელიც მსგავს თემატიკას მიუძღვნა „გეოგრაფიის როლი თანამედროვე სამყაროში“
Комментариев нет:
Отправить комментарий